თბილისის მერი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სტუდენტებმა წარმოადგინეს, მედიათეკების გაერთიანებაა, სადაც ლექტორები ლექციებს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტისთვის წაიკითხავენ.
შეხვედრაზე ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კახა კალაძე უნივერსიტეტში ბოლო დროს მიმდინარე საკითხებით დაინტერესდა.
როგორც ცნობილია, შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და მისი მიზანია, უნივერსიტეტებსა და დედაქალაქის მერიას შორის მჭიდრო თანამშრომლობაა.