თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა მხრიდან პირბადის გამოუყენებლობის ფაქტებსა და სტატისტიკაზეც ისაუბრა. კახა კალაძის ინფორმაციით, გუშინ ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლა 1489 მგზავრმა სცადა, ხოლო პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება.
მერი მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.