თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი და „თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი” გრიგოლ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო არეალში სარდაფების გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები, შენობის დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი და დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება მიმდინარეობს.
თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომის მშენებლობა.
სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.