დედაქალაქის მერი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტურუქტურა მოეწყობა, რომლის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 17 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.
თბილისის მერის თქმით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სრული დაცვით განხორციელდება და ყველა ის პრობლემა მოწესრიგდება, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.
ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, პოლიგონზე უსაფრთხოების ზომების მიღებას, თანამედროვე სტანდარტების გაზშემკრებისა და წყლის ფილტრაციის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, ნარჩენების ტერიტორიაზე არსებული მეთანი, მოსახელობისთვის უსაფრთხო გახდება.
კახა კალაძე, ადგილზე, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელ, ლევან ჯღარკავასთან ერთად იმყოფებოდა.