4 დეკემბრიდან თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.
წელს პირველად, საკონკურსო სექციაში მხოლოდ ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან საუკეთესო ოთხ კატეგორიაში უნდა გამოავლინონ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ ნამუშევრებს კი რამდენიმე არასაკონკურსო სექციაში აჩვენებენ.
ფესტივალის ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს 31 ქართული ფილმიდან შეარჩევს. მათ შორის წელს პირველად პრიზისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც იბრძოლებენ. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.