თბილისის კინო-ფესტივალი

თბილისი საერთაშორისო კინო-ფესტივალისთვის ემზადება.

ღონისძიებას ბრიტანელი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“ გახსნის. „შანტაჟი“ ნაწილია პროგრამის „ბრიტანული სეზონი“, რომელიც მაყურებელს  საშუალებას მისცემს, ძველი და უახლესი ბრიტანული ფილმები ნახოს.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, – ამ კატეგორიებში გაიცემა ჯილდოები.

წელს, თბილისის კინო-ფესტივალი მხოლოდ ეროვნულ კონკურსს ატარებს, რომელსაც საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.

დატოვე კომენტარი