თბილისის გენგეგმის განხილვა

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ავტორები მერიის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან. დედაქალაქის მთავრობის პასუხამდე კი „სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა ორწლიანი ნამუშევარი მერის მოადგილეების, საკრებულოს დეპუტატების, მესამე სექტორისა და ექსპერტების წინაშე წარმოადგინეს.

რამდენჯერმე დაწუნებულ გეგმას ავტორები ევროპული სტანდარტის დოკუმენტად აცხადებენ და კონკრეტიკასთან დაკავშირებით ქალაქის მთავრობის შენიშვნას არ იღებენ.

1 200-გვერდიან გეგმაში თბილისის მერიას უკვე 2 მილიონი ლარი აქვს გადახდილი, თუმცა რამდენიმე მიმართულების გამო, დოკუმენტი უკვე თვეებია, სადავოა.

მოახერხებენ თუ არა მხარეები კომპრომისზე წასვლას და კონსენსუსის მიღწევას.