პროექტის ავტორები დედაქალაქის გენგეგმას საზოგადოებას აცნობენ

ორი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას დაინტერესებულ საზოგადოებას პროექტის ავტორები აცნობენ.

სითი ინსტიტუტ საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორი ესწრებიან.