თბილისის ფოტო ფესტივალი

ბგერებით და მუსიკით გადმოცემული ბუნებრივი კატასტროფები და ბუნებაზე ადამიანის გავლენის შედეგები – ფოტოგრაფიის მუზეუმში აუდიო-ვიზუალური გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციის ავტორები ამერიკელი ხელოვანები არიან, რომლებმაც ერთობლივი ნამუშევრებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბუნებაზე საკუთარი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგები აჩვენეს.

თბილისის რიგით მე-14-ე ფოტო ფესტივალი სწორედ აუდიო ვიზუალური გამოფენით გაიხსნა, თუმცა ორგანიზატორები კიდევ არაერთ ღონისძიებას აანონსებენ. მათ შორის დაგეგმილია ფოტოგრაფებთან შეხვედრები, საჯარო ლექციები და ფოტო-წიგნების გამოფენა.

ფესტივალი 28 დეკემბერს დაიხურება.