სტიქიური მოვლენების საფრთხე - სპეციალისტთა რეკომენდაციები

ბოლო პერიოდში საქართველოს მასშტაბით გახშირებული ბუნებრივი კატასტროფების ფონზე, სპეციალისტები მოსახლეობის მზადყოფნის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორ უნდა მოხდეს სტიქიის დროს ევაკუაცია და რა უნდა იცოდეს მოქალაქემ რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად. ამ კუთხით სასწავლო დაწესებულებებში არაერთი პროგრამა არსებობს, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, არსებული ზომები არასაკმარისია და საჭიროა პრაქტიკული სწავლების დანერგვა. წლის ბოლომდე იგეგმება სტიქიური მოვლენების რისკების რუკის გამოქვეყნება, რომელზეც თითოეული მოქალაქე ნახავს, რამდენად საფრთხის შემცველ ლოკაციაზე ცხოვრობს.