ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით, ქვეყანაში დაგეგმილია ეროვნულ დონეზე მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა გახსნა, რომელმაც პროექტის მიზნებზე და ადგილობრივი თემების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით.

 

დატოვე კომენტარი