რუსთაველის ეროვნულ თეატრში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი გაიხსნა. „ვენეციური ბაროკო“- ასე ჰქვია პირველ კონცერტს, რომელშიც იტალიელი ვირტუოზი ჩელისტი დავიდე ამადიო და „საქართველოს სინფონიეტა“ მონაწილეობდნენ. ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრი, იტალიის ელჩი საქართველოში და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.