თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყო. დღეიდან აპლიკაციის შევსება ყველა იმ მცირეწლოვანის მშობელს შეუძლია, რომლებიც პირველ კატეგორიას არ განეკუთვნებიან და ამ დრომდე არ არიან დარეგისტრირებული.
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წელს ბაღებში 15 000 აღსაზრდელს მიიღებენ, აქედან 3 000 ადგილი პირველ ეტაპზე უკვე შეივსო, ამ დროისთვის კი, თბილისის მასშტაბით, 11 000 ათასი ადგილია თავისუფალი.