თბილისის ავარიული სახლების რეაბილიტაციის ახალი გეგმა

ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის მიზნით მერია ახალ პროექტს იწყებს.

დედაქალაქის მთავრობა ბიზნესს ავარიული სახლების აღდგენის ან ჩანაცვლების დაფინანსების სანაცვლოდ მათ საკუთრებაში არსებულ მიწებზე სამშენებლო შეღავათებს სთავაზობს. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მერიის პროგნოზით რესტავრაცია-ჩანაცვლების პროგრამა ათასობით ისტორიულ შენობას უნდა შეეხოს, რომელთა დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ინგრევა. რაც შეეხება იქ მცხოვრებ ოჯახებს, პროექტი მათ დროებით გასახლებას ითვალისწინებს, თუმცა უცნობია, ვინ დაფარავს ქირის ხარჯებს – მერია თუ ინვესტორი კომპანია.