წლების წინ დაწყებული ტრადიცია გრძელდება. თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ხვალ კონსერვატორიის სცენაზე მსმენელის წინაშე საახალწლო პროგრამით წარდგება. მრავალფეროვანი პროგრამა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად საშობაო საგალობლებსაც მოიცავს.
საახალწლო კონცერტზე ვენიდან სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოსული ახალგაზრდა სოპრანოც იმღერებს.
კონცერტი კონსერვატორიაში 19:00 საათზე დაიწყება.