თბილისის მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლეები სექტემბრიდან ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას
თბილისის მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლეები სექტემბრიდან ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნო.
თბილისის მე-100 საჯარო სკოლა ერთ-ერთი უძველესი სკოლაა საქართველოში, იგი 1895 წლიდან ფუნქციონირებს.