ალტერნატიული აქცია მიმდინარეობს პარლამენტის წინ.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის მოწინააღმდეგეები განლაგდნენ.
სასულიერო პირებთან, ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან და მოქალაქეებთან ერთად, იქ იმყოფებიან „ქართული მარშის“ წევრებიც. ადგილზე შეკრებილები ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივე მიტინგის მონაწილეებს მიმართავს და მოუწოდებს, გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს არ გასცდნენ.