„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები კვირეულის დასკვნითი ღონისძიებისთვის ემზადებიან. პარალელურად, მოსახლეობას ქაშუეთის ეკლესიასთან ელოდება საპატრიარქო, სადაც ღვთისმშობლის პარაკლისის ჩატარება იგეგმება. ამასთან, საპატრიარქო ევროპარლამენტარებისა და საელჩოების ნაწილის განცხადებებს „უფლებამოსილების გადამეტებად“ მიიჩნევს. აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს თავის მხრივ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და ქვეყნის უზენაესი კანონით გარანტირებულ უფლებაზე მიუთითებს. 5 ივლისის მსვლელობა გამოხმაურებების თემაა პოლიტიკურ სპექტრშიც. ნაწილი მარშს უერთდება, ნაწილი კი, პროცესში ჩართვას არ აპირებს, თუმცა ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება და პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
მოამბე