1-5 ივლისს თბილისში „პრაიდ-კვირეული“ გაიმართება. კვირეული სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ ღონისძიებას მოიცავს. ორგანიზატორები 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავენ. მათი თქმით, წელს მთავარი სათქმელი სოლიდარობის გამოხატვაა და სოლიდარობას ყველა სოციალურ პროტესტს უცხადებენ, მათ შორის ნინოწმინდაში მიმდინარე პროცესების მოწინააღმდეგეებსა და „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ აქციას.