საქართველოს მხარდაჭერა თურქეთს

სოლიდარობა მეზობელი ქვეყნის მიმართ.

თურქეთში დაზარალებული მოქალაქეებისთვის საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. შესაბამისი ნივთები თურქეთის საელჩოსთან და კიდევ 10 ადგილზე გროვდება. ტანსაცმელი, ბავშვთა საკვები და საძილე ტომრები იმ ყველაზე საჭირო ნივთების ჩამონათვალშია, რომელიც საელჩომ გამოაქვეყნა. დიპლომატიური მისიის შენობაში ყოველდღე უამრავი ადამიანი მიდის და სამძიმრის წერილში ჩანაწერს ტოვებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ საქართველოს სამი მოქალაქე იმსხვერპლა.