ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებები, დღის მანძილზე გაირკვევა. გადაწყვეტილებას ერთობლივად მსჯელობის შემდეგ მიიღებენ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებას, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელის, ნინო ბოლქვაძის განცხადებით, „სახელმწიფოს და დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია“. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების მიერ გაკეთებული განცხადებით, სიძულვილის მოტივაციით შექმნილი ჯგუფების გაძლიერება ხდება.