თბილისის საავიაციო ქარხნის ყოფილი აქციონერები 2010 წელს იძულებით დათმობილი წილების დაბრუნებას ითხოვენ.
ქარხნის ყოფილი აქციონერების და ადვოკატების განცხადებით, იმის დამტკიცებას, რომ რვა წლის წინ ქონება მათ იძულებით და ზეწოლით დაათმობინეს, სასამართლოში უკვე ექვსი წელია ცდილობენ. როგორც უფლბადამცველი აცხადებს, სასამართლოში პროცესი ჭიანურდება, 2016 წელს კი გამოძიებამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და ვერ დაადგინა რომ აქციონერებს წილები ღამით იძულებით გადააფორმებინეს ეკონომიკის სამინისტროში და მათ საქმეზე რამდენჯერმე შეიცვალა მოსამართლე. ორი დღის წინ გასამრთი პროცესი კი გადაიდო, რადგან მოსამართლე ოთარ სიჭინავა შვებულებაში გავიდა.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმდინარეობს საქმის სააპელაციო განხილვა. პირველმა ინსტანციამ კი მოსარჩელეს პოზიცია არ გაიზიარა. უწყება მოუწოდებს მოდავე მხარეს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს სასამართლოს მიმდინარეობაზე.