„თავისუფლების მარში“ დღეს დილით თბილისიდან აღმოსავლეთ საქართველოსკენ დაიძრა. ორგანიზატორების თქმით, ქვეყანა სადაც პოლიტპატიმრები არიან, დემოკრატია ვერ იარსებებს. მათივე განცხადებით, დაკავებულების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ისინი აღმოსავლეთ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაჩერდებიან, ხვალ კი საპროტესტო აქციებს პარლამენტის შესასვლელთან დაასრულებენ.