მალე საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც ექნება.
წლების წინ დაწყებული მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა. შეთანხმების ამოქმედება წლის ბოლოსთვის იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ არაბეთის საამიროებში ქართული პროდუქციის ექსპორტი საბაჟო გადასახადებს აღარ დაექვემდებარება, რაც ექსპორტის წილსაც გაზრდის. ბიზნესი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სავაჭრო კონტაქტების გაღრმავებას და ახალ ინვესტიციებს ელოდება.