„თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა მხარდამჭერებთან შეხვედრა ვაზისუბანში გამართა. კახა კუკავამ ამომრჩეველს პარტიის საარჩევნო გეგმები გაუზიარა და აღნიშნა, რომ ვაზისუბანი თბილისში გამონაკლისი გამწვანებული ადგილია. მისივე განმარტებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის დედაქალაქში ახალ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ფართების აშენებას არ დაუშვებს.