„თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხვებს უნდობლობას უცხადებს. პარტიის თავმჯდომარის, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადებით, სოციოლოგიური გამოკითხვის ანკეტები თავიდანვე გაყალბებულია, რომლის მეშვეობით ხდება მანიპულირება. მისივე თქმით, არჩევნების შემდგომ, იმ კვლევითი ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც 3% -ზე მეტი ცდომილება დაუფიქსირდებათ, სამართლებრივ დავას დაიწყებს, რათა გამოძიებული იქნას შესაძლო კორუფციული გარიგება.