პარტია “თავისუფალი საქართველო” თურქეთიდან მედიკამენტების ანტიმონოპოლიურ იმპორტს იწყებს.
პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, კახა კუკავამ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში დღეს 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს მედიკამენტების შემოტანას თბილისსა და რეგიონებში და მოსახლეობას იმ ფასად მიყიდის, რაც თურქეთში ღირს.
კახა კუკავა ამტკიცებს, რომ წამლის ფასი საქართველოში 2-ჯერ და სამჯერ აღემატება იგივე მედიკამენტების ღირებულებას თურქეთში, რუსეთსა თუ სომხეთში.
კუკავას განცხადებით ამ პრობლემას ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან.