კახა კუკავას განცხადებით, პედაგოგების დიდ ნაწილს უმუშევრობა ემუქრება. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, საუბარია 26 ივნისს, მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაზე, რომლის თანახმად პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი უქმდება, რაც საერთო ჯამში განათლების სისტემაში დაახლოებით 13 000 პედაგოგის სამსახურის გარეშე დარჩენას გულისხმობს. ის ახალი დადგენილების საკონტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.