თავდასხმა საფრანგეთში

ტერორისტული აქტი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში. ბოლო მონაცემებით, მოკლულია სამი ადამიანი, რამდენიმე კი დაჭრილია. ერთ-ერთ გარდაცვლილს თავი აქვს მოკვეთილი. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ნიცის მერმა მომხდარი ტერორიზმად შეაფასა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. მისი ვინაობა და ქმედების მოტივი ჯერ უცნობია.