თავდასხმა ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე

თავდასხმა ავღანეთში ბაგრამის სამხედრო ბაზაზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ხუთი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას.

ავღანეთის ადგილობრივი მთავრობის ცნობით, აფეთქება ბაზის შესასვლელთან მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. მათ კოალიციური ძალები დაუპირისპირდნენ და თავდასხმა მოიგერიეს. თავდასხმაში შვიდი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. ბაგრამის ბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.