თავდასხმა ავღანეთში

12:14, 29.01.2018

ავღანეთში სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხრა და მძიმედ დაიჭრა 10 ადამიანი.

ქაბულში მარშალ ფაჰიმის სამხედრო აკადემიას შეიარაღებული პირები დილით დაესხნენ თავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხუთი შეიარაღებული პირიდან ოთხი ლიკვიდირებული, ერთი კი დაკავებულია.

თავდამსხმელებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტში შეღწევა ვერ მოახერხეს. საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

მსგავსი