თავდასხმა ავღანეთში

ავღანეთში უცნობი პირები სადაზვერვო სამსახურის შენობას დაესხნენ თავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებული მებრძოლები ქაბულში განლაგებული საწვრთნელი ცენტრის შენობაში შეიჭრნენ. როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, ადგილზე სროლის ხმა კვლავ ისმის. ამჟამად თავდამსხმელების ნაწილი ახლოს მდებარე მშენებარე შენობას აფარებს თავს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.