თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში „მხიარული სტარტები“ გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მოსამსახურე სამხედროების შვილებმა მიიღეს. 6-დან 16 წლის ასაკის ბავშვები, ერთმანეთს ექვს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, რის შემდეგაც ბავშვებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიგელები და საჩუქრები გადასცა. ლევან იზორიას განცხადებით, სამხედროების შვილებზე ზრუნვა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სპორტული შეჯიბრის დასრულების შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართა.