თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. საქმე ეხება კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდს. თავდაცვის სამინისტრო, როგორც მათ განცხადებაშია განმარტებული, უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. დეტალებით თეონა ხუბულავა პირდაპირ ეთერში.