თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკების ელჩებთან გაცნობითი შეხვედრები გამართა.
მინისტრმა მეზობელი ქვეყნების ელჩებთან თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
შეხვედრებზე კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.