ბოლნისში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული კახაბერ ზურაბაშვილი გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მომხდართან დაკავშირებით, საქმე 401-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.