უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

12:09, 06.06.2022

ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის პრეზიდენტის სტუმრობისას შეიარაღებულმა ძალებმა რუსული „სუ-25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ უკრაინის არმიის მოწინავე პოზიციები მოინახულა და ოპერატიულ მდგომარეობას გაეცნო.

პრეზიდენტი დევნილებსაც შეხვდა. მისი თქმით, ყველა იძულებით გადაადგილებულმა პირმა კომფორტული საცხოვრებელი უნდა მიიღოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის თითქმის 60 პროცენტი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ოკუპირებული.

მსგავსი