სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში მოხალისეთა კოორდინაციისთვის შესაქმნელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურა წარადგინეს.
ახალი კოდექსის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. ასევე, მოხალისეებზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისთვის დადგენილი სოციალური გარანტიები. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა მოხალისეთა ორგანიზაციის წევრებს სსიპ-ის ვებ-საიტის პროექტი გააცნეს. პრეზენტაციის შემდეგ ორგანიზაციების წევრებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს. თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისე ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.