დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 105 წლისაა. აკადემიის სასწავლო ბატალიონის, ბაკალავრიატისა და საკანდიდატო კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. გაიმართა დიპლომებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაც.
იუნკრებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობებში. ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებულ პერსონალს გადაეცა უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“.