ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთ მსხვერპლს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს. სოფელ წილკანში დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ჩავიდა. ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს პრემიერმა და მთავრობის წევრებმაც.

34 წლის ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ სახლში 26-დღიანი ლოდინის შემდეგ 21 მარტს გადაასვენეს.

გურამ როგავა დილიდან წილკანში იმყოფება.