ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

უკვე მესამე დღეს ხალხის ნაკადი არ წყდება სოფელ წილკანში. ტატუნაშვილების ოჯახში დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მთავრობის მეთაური მივიდნენ.

წილკანში გურამ როგავა მუშაობს.