არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრიუსელში მწვავე განცხადებები გაკეთდა.
კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება – ასეთია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრის დროს, დონალდ ტუსკმა ახსენა მცოცავი ანექსიის მცდელობებიც.
საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი ისევ ღიად რჩება.