ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე

საპროტესტო განცხადებები გრძელდება, საოკუპაციო რეჟიმი ისევ დუმს.

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ზუსტი თარიღი კვლავ გაურკვეველია. ოჯახი 10 დღის წინ გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცის ცხედრის გადმოცემას ყოველდღე ელოდება.

საერთაშორისო ზეწოლის პარალელურად, პარლამენტი სპეციალური რეზოლუციის მისაღებად ემზადება. უმრავლესობის და უმცირესობის ავტორობით საკანონმდებლო ორგანოში ერთდროულად ორი პროექტია დარეგისტრირებული.

არ არის გამორიცხული, რომ პოზიციების შესაჯერებლად და კენჭისყრაზე ერთი პროექტის გასატანად, მმართველ პარტიასა და ევროპულ საქართველოს შორის კონსულტაციები დაიწყოს.

გახმაურებული საქმის ახალი გარემოებები: მოამბეს დღეს ანონიმური წყარო დაუკავშირდა.