ომში დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგეს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს მუხათგვერდის სასაფლაოზე პატივი მიაგეს. ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. ოპოზიციის ლიდერებმა აგვისტოს მძიმე დღეები და დაღუპულების ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.