ოპოზიციის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს მუხათგვერდის სასაფლაოზე პატივი მიაგეს. ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. ოპოზიციის ლიდერებმა აგვისტოს მძიმე დღეები და დაღუპულების ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.