ტატუნაშვილის ცხედარზე ექსპერტიზის ბიუროს შუალედურ დასკვნას პოლიტიკოსები აფასებენ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს შუალედურ დასკვნას პოლიტიკოსები აფასებენ. მათი განცხადებით, ექსპერტიზამ დაადასტურა ის, რაც წინასწარ იყო ცნობილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ქართველი ჯარისკაცი ოკუპირებულ ცხინვალში სასტიკად აწამეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას არაქმედითი ნაბიჯების გადადგმაში სდებენ ბრალს და მოუწოდებენ, ქართველი სამხედროს სიცოცხლის ხელმყოფი პირების დასასჯელად შესაბამის ღონისძიებები გაატარონ.

გუშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ შუალედური დასკვნა დადო, რომლის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მოკლულ ჯარისკაცს, არჩილ ტატუნაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე 100-მდე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.