ექსპერტიზის შუალედური დასკვნა

21:08, 05.06.2018

თითქმის სამთვიანი ლოდინის შემდეგ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია.

დასკვნა ადასტურებს, რომ 34 წლის მამაკაცი თებერვალში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება იპოვეს. დასკვნის მიმართ კითხვები აქვს ოჯახს, რომელიც ახლა კომპლექსური ექსპერტიზის შედეგს ელის. სწორედ ამ კვლევამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას – იყო თუ არა ტატუნაშვილი ნაწამები და რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. მანამდე კი ადვოკატი დე-ფაქტო რეჟიმის ოფიციალურ ვერსიას, – გულის უკმარისობით სიკვდილს, – გამორიცხავს და პოზიციას ტატუნაშვილის სამედიცინო კვლევებით იმყარებს.

ქეთი ქარდავა მუშაობდა თემაზე.

 

 

მსგავსი