არჩილ ტატუნაშვილის საქმე - ექსპერტიზის დასკვნა

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება აღენიშნება.

ამის შესახებ სამხარაულის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაშია საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ეს დაზიანებები ტატუნაშვილს მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად აქვს მიყენებული, რაც სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზი გახდა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტები კომპლექსურ-კომისიური კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე საუბორბენ.

ქეთი ქარდავა დეტალებით.