ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, – აღდგენითი სამუშაოები უშუალოდ გომი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარეობს.
სისტემას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი რკინაბეტონის პარაბოლური კვეთის ღარები, ეწყობა სამი წყალგამანაწილებელი და 15 წყალგამშვები ჭა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.