„აღმოაჩინე ის, რაც შენია“

ზემო რაჭაში სტიქიამ 20-მდე სოფელი დააზარალა.

უკვე მეოთხე დღეა ადგილზე აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. მაღალმთიანი ნაწილისაგან განსხვავებით, ვიზიტორებს ელოდებიან რეგიონის იმ ნაწილში, რომელიც ადიდებულ მდინარეს არ დაუზარალებია. ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომელიც საუკუნეებს ითვლის, განსაკუთრებული ბუნება და ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო, გამორჩეულ ნახევრად ტკბილ ღვინოსთან ერთად, რომლის გარეშეც მასპინძლობა წარმოუდგენელია. პოსტ-პანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად, გრძელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაწყებული კამპანია სახელწოდებით „იმოგზაურე საქართველოსთვის, აღმოაჩინე ის, რაც შენია“.

თათია ბუხრაშვილი მოგიყვებათ, რა უნდა დაათვალიეროთ რაჭაში, სადაც როგორც ამბობენ, ერთხელ სტუმრობა საკმარისი არ არის.